სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა რეინჯერის კურსი დაასრულეს
17/11/2021
10:58
სამხედრო
A-
+A
სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა რეინჯერის კურსი დაასრულეს. რეინჯერის პროგრამა 22 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც სამხედროებმა კავშირგაბმულობის, სამხედრო ტოპოგრაფიის, წყალზე მომზადების, საინჟინრო და სამედიცინო კომპონენტები შეისწავლეს. კურსი წარმატებით 18-მა სამხედრო მოსამსახურემ დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, რეინჯერების დაჯილდოების ცერემონიალი რეინჯერთა სკოლაში გაიმართა. წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა გადასცეს.
თავდაცვის ძალების მეთაურმა რეინჯერებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და ქვედანაყოფის მნიშვნელოვან, რთულ და საპასუხისმგებლო როლზე ისაუბრა.
ცერემონიალის დასრულების შემდეგ სამხედროებმა საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს, რომელიც ჩასაფრების და რეიდის ოპერაციებს მოიცავდა.
0
0
516
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%