09/02/2023
17:44
კონფლიქტები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აკრედიტებული ავღანეთის საელჩოს დელეგაცია სოხუმში ჩავიდა,. მათი ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლის მიზანია განიხილონ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ავღანეთში ჰუმანიტარული მდგომარეობა, ასევე აფხაზეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოების აქტუალური ასპექტები. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მედია ცენტრი იუწყება.
„შეერთებულმა შტატებმა დამღუპველი როლი ითამაშა თქვენს ისტორიაში, გაანადგურა ყველაფერი და სამარცხვინოდ გაიქცა. აფხაზეთი მზად არის აწარმოოს ურთიერთპატივისცემის მქონე დიალოგი რუსეთის უპირობო მონაწილეობით. ვიმედოვნებთ, რომ თქვენს ქვეყანაში მდგომარეობა დასტაბილურდება. ეს მნიშვნელოვანია რეგიონული უსაფრთხოების მთელი სისტემისთვის. ჩვენ ვახორციელებთ ახლო აღმოსავლეთთან დიალოგის გააქტიურების სტრატეგიას“ - განაცხადა ინალ არძინბამ.
დეფაქტო უწყების ინფორმაციით, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ქაბულში გაემგზავრება დიალოგის გააქტიურების შესაძლებლობის შესასწავლად.
0
0