19/06/2023
15:09
კონფლიქტები
წმიდა მოწამე ბონიფაცის საქველმოქმედო ფონდმა ორშაბათს, 19 ივნისს, სოხუმის საკათედრო ტაძარს წმიდა მოციქულის სიმონ კანანელის წმინდა ნეშტი გადასცა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ წერს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მართლმადიდებელი ეკლესიის დეფატო წინამძღვარმა ბესარიონ აპლიამ აღნიშნა, რომ რელიქვიების გადმოსვენება რესპუბლიკის ქრისტიანებისთვის დიდი სიხარულია.
„მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის დიდი სიხარულია, როცა ვიღებთ იმ წმინდანების ნაწილებს, რომლებზეც ვლოცულობთ, თაყვანს ვცემთ, მივმართავთ მათ. ეს არის ისტორიული მოვლენა. სპარსეთის სამეფო და შემდეგ, როცა ჯვაროსნული ლაშქრობები იყო, ისინი აღმოჩნდნენ ევროპაში დამასკოდან“ - თქვა აპლიამ.
წმიდა მოწამე ბონიფაციოს საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტმა ნატალია მეზენცევამ დასძინა, რომ ამიერიდან ტაძრის ყველა მრევლს, მომლოცველებს შეეძლებათ წმინდანის ნაწილების თაყვანისცემა.
0
0