29/09/2023
13:07
კონფლიქტები
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სარაკეტო ხომალდი „ციკლონი“ სოხუმის საზღვაო პორტში ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად შევიდა.
პორტში რუს მეზღვაურებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაციის წევრები, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა და „პარლამენტის დეპუტატები“ დახვდნენ.
გემს სამხედრო ორკესტრით დახვდნენ. სააგენტო Apsnypress იუწყება, რომ გემის ყოფნის პერიოდში აფხაზეთის დედაქალაქის მოსახლეობას და სტუმრებს მისი დათვალიერება შეეძლებათ. „ციკლონი“ სოხუმში 1 ოქტომბრამდე დარჩება.
მანამდე ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტი“ ალან გაგლოევი აფხაზეთში ჩავიდა. მდინარე ფსოუს დე ფაქტო საზღვარზე დელეგაციას შეხვდნენ ა“ფხაზეთის პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აბესალ კვარჩია, „იუსტიციის მინისტრი“ ანრი ბარციცი და გაგრის რაიონის ადმინისტრაციის დეფაქტო ხელმძღვანელი იური ხაგუში.
სოფელ ფსახარაში გაგლოევმა „სამხრეთ ოსეთიდან“ ქართულ-აფხაზური ომის დროს დაღუპული მოხალისეების ძეგლი ყვავილებით შეამკო.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024