05/09/2023
16:37
კონფლიქტები
სოხუმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას გადადგომის შესახებ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
„აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას გადადგომის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“ - წერია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
არძინბას გადადგომის შესახებ ინფორმაცია 5 სექტემბერს დილით, აფხაზურ და რუსულ მედიაში გავრცელდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, არძინბა კოლექტივს უკვე დაემშვიდობა და უთხრა, რომ ის სამუშაოდ მოსკოვში ბრუნდება.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობიდან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრემიერი სერგეი პუსტოვალოვი გადააყენეს. ასევე შეიცვალა სოხუმის დე ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ჯანსუღ ნანბას ნაცვლად ამ თანამდებობაზე აბესალომ კვარჩია დაინიშნა.
0
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
26/11/2024
წითელ ზღვაში ტურისტებით სავსე იახტა ჩაიძირა
26/11/2024