30/09/2023
11:27
კონფლიქტები
სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაზე გამოცხადებული ტენდერი რუსულმა კომპანიამ მოიგო. ამის შესახებ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსულ სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
"იყო ტენდერი, გაიმარჯვა რუსულმა კომპანიამ, რომელიც ჩაერთვება აეროპორტის აღდგენით სამუშაოებში. პირველი რეისი 2024 წლის ბოლოს უნდა შესრულდეს". - თქვა შამბამ.
შამბას არ დაუსახელებია ტენდერში გამარჯვებული კომპანიის სახელი.
ზაფხულში მოსკოვმა და სოხუმმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, საინვესტიციო პროექტს "რუსული იურიდიული პირი" განახორციელებს. ამასთან, დოკუმენტი უკვე რატიფიცირებულია აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) არ ცნობს სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად, რადგან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ICAO-მ 2006 წლის შემდეგ გააუქმა აეროპორტის კოდი და მის შესახებ ინფორმაცია დოკუმენტებიდან ამოიღო
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024