14/09/2022
10:27
კონფლიქტები
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სომხურმა არმიამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კვლავ დაარღვია. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ დღეს დილით სხვადასხვა ტიპის ნაღმტყორცნებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან კალბაჯარის და ლაჩინის რაიონებში სომხურმა არმიამ აზერბაიჯანულს არმიაზე შეტევა განახორციელა.
„14 სექტემბრის ღამეს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და დღეს დილით კვლავ ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანულ ქვედანაყოფებს. ჩვენი ქვედანაყოფები იღებენ ადეკვატურ საპასუხო ზომებს სომხური მხარის წინააღმდეგ“, - ნათქვამია აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, 13 სექტემბრის ღამეს სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკება დაიწყო. საბრძოლო მოქმედებების შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები.
0
0