სოფიო სომხიშვილმა ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
02/08/2024
13:08
სპორტი
A-
+A
პარიზის ოლიმპიადის დებიუტანტი, სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) პირველი მოგებული ორთაბრძოლის შემდეგ, მასპიძელი ქვეყნის წარმომადგენელ და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტ რომენ დიკოს შეხვდა. ქართველი ფრანგ ძიუდოისტთან გაფრთხილებებით დამარცხდა.
სომხიშვილი ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს ხვალ გუნდურ ასპარეზობაში დაეხმარება. ძიუდოს ტურნირზე დღეს გამომსვლელი მეორე ქართველი – გურამ თუშიშვილი (+78) ასპარეზობაში რამდენიმე წუთში ჩაერთვება.
შეგახსენებთ, რომ ექვსი დღის შემდეგ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
0
0
181
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%