02/09/2022
13:38
სამართალი
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მოკლული მამაკაცის ახლობელი მომხდარის დეტალებს ჰყვება.
მისი ინფორმაციით, მოკლულსა და სავარაუდო დამნაშავეს წარსულში დაპირისპირება არ ჰქონიათ და მათ შორის შელაპარაკება სუფრაზე დაიწყო. მისივე თქმით, გარდაცვლილ მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში, დანით აქვს მიყენებული.
„მკვლელის მამასთან მოუვიდა შეკამათება, რის შემდეგაც სუფრიდან მოშორებით გავიდნენ. მკვლელი წავიდა სახლში, გამოიტანა დანა და დაარტყა. ერთი ჭრილობა აქვს მარჯვენა მხარეს. ნახევარი საათის განმავლობაში, სასწრაფომ დაიგვიანა, გარდაცვლილი გონებაზე იყო. მუცლის ღრუში შიდა სისხლდენა ჰქონდა. სასწრაფო მოვიდა მოგვიანებით და როგორც გავიგეთ, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. დაპირისპირების მიზეზი იყო კინკლაობა სუფრაზე. იკითხა - ლუდი „ნისიაზე“ იყიდე თუ ფულითო. არც დარტყმა ყოფილა, არც გაწევ-გამოწევა. ამის შემდეგ წავიდა და დანა გამოიტანა. რომ ნახა, რომ მამამისს ეკამათებოდა, შურისძიების მოტივით, თუ რა მოტივით არ ვიცი, იცოდა წინასწარ, რომ უნდა დაერტყა. ჭრილობა მუცლის ღრუში აქვს. დაპირისპირება წარსულში არ ჰქონიათ“, - აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.
0
0