სკოლები მუშაობას შერეული ფორმით გააგრძელებენ - თამარ გაბუნია
25/01/2022
12:11
საზოგადოება
A-
+A
გასული კვირის ანალიზი მიუთითებს, რომ სკოლებმა სწრაფად მოახერხეს ადაპტირება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„რაც შეეხება სკოლების მუშაობას, სკოლებთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო კვლავაც გამოხატავს მაქსიმალურ მზაობას და ჩვენც ამ მზაობას ბუნებრივია ვადასტურებთ, რადგან მათ აქვთ მექანიზმები, როგორც ონლაინ რეჟიმზე გადასვლის, ასევე, ადგილზე, სწავლის გაგრძელების.
გასული კვირის ანალიზი მიუთითებს, რომ სკოლებმა სწრაფად მოახერხეს ადაპტირება. რამდენიმე სკოლა გადავიდა სრულად ონლაინ რეჟიმზე, ნაწილი რჩება ჰიბრიდულ მოდელზე, ამდენად, სკოლები გააგრძელებენ მუშაობას შერეული ფორმით“, - განაცხადა გაბუნიამ.
0
0
333
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%