19/08/2024
16:50
სპორტი
სისხლიანი ანგარიშსწორება კრივის ჩემპიონატზე – საქართველოს მოსწავლეთა მოკრივეთა ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელს, გოჩა რუსიას თავს მწვრთნელი, ბექა ლობჟანიძე და ექიმი გიორგი კორაშვილი დაესხნენ.
შემთხვევა ბოსნია ჰერცოგოვინაში იმ დროს მოხდა, როდესაც ნაკრები პირველი აგვისტოდან 11 აგვისტომდე მონაწილეობას კრივის ჩემპიონატზე იღებდა. “პირველების” ინფორმაციით, თავდასხმა ორი სერიით განხორციელდა.
თავდაპირველად, გოჩა რუსიას თავს ქუჩაში დაესხნენ, რა დროსაც იტალიისა და თურქეთის მოქალაქეებმა მწვრთნელების გაშველება მოახერხეს. თავდასხმის მეორე სერია კი გოჩა რუსიას სასტუმროს ნომერში განხორციელდა.
ირკვევა, რომ სისხლიან გარჩევაში მონაწილე ბექა ლობჟანიძე ასევე გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, რომელმაც მწვრთნელ გოჩა რუსიას სახის არეში არაერთი დაზიანება მიაყენა.
“პირველები” დაზარალებულის ძმას ესაუბრნენ, რომელმაც დაადასტურა, რომ ბოსნია ჰერცოგოვინადან გოჩა რუსია ნამდვილად ნაცემი დაბრუნდა, თუმცა ოჯახის წევრებთან მომხდარის დეტალებზე არ უსაუბრია.
დაზიანებები ჰქონდა, მაგრამ არაფერი არ უთქვია სხვანაირი ტიპია. დღეს მოვედი, რომ მეკითხა, არ ვიცი რატომ არ მიმართა შესაბამისს უწყებას, მისი საქმეა. ბოსნია- ჰერცოგინიაში ევროპის ჩემპიონატი იყო მოსწავლეთა შორის. ჩემი ძმა არის 15 წლამდე საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. თქვენ, რასაც ხედავთ დაზიანება აქვს ახლა ძალით არ აქვს გაკეთებული. ჯანსაღი წავიდა, დაზიანებით დაბრუნდა, რომ მოვიდა სალში ვკითხე, რომ ვნახე დაზიანება, ვკითხე რა გჭირს და საერთოდ სიტყვა და ხმა არ გაუცია, არ ვიცი დააშინეს თუ არა.
ბექა ლობჟანიძეს ვიცნობ, ახლობლობდა. ჩემს ძმას არ უთქვია, ამ ადამიანზე არაფერი, მაგრამ მე ვიცნობ ამ ადამიანს, მეგობრობდა ჩემს ძმასთან. ერთად დადიოდნენ, ერთ შეჯიბრებებზე, ჩემთანაც ახლობლობდა”, – ამბობს რუსიას ძმა.
დაშავებული გოჩა რუსიას მეუღლე კი “პირველებთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლმა თავდამსხმელებს, სავარაუდოდ, კოლეგიალობის გამო არ უჩივლა.
სავარაუდოდ, იმიტომ არ იჩივლა, რომ კოლეგიალობა აქვთ, ამიტომ მე ამით ვერ დაგეხმარები. მართლა არ მისაუბრია ჩემს მეუღლესთან ესე. სახლში ჯერ არ მოსულა. სახელიც არ ვიცი ვინ გაუსწორდა. ბექა ლობჟანიძეს მე თვითონ არ ვიცნობ”, – ამბობს რუსიას მეუღლე.
სისხლიან ანგარიშსწორებას ათობით თვითმხილველი ჰყავს, მათ შორის, მოკრივე ბავშვები. უცობია, დაწყებულია თუ არა აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება.
0
0