01/10/2024
10:36
მსოფლიო
ისრაელის მიერ დამასკოზე განხორციელებული იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სირიელი ტელეწამყვანი საფაა აჰმედი. დაშავებულია კიდევ ცხრა პირი. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
სირიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელის სამხედროებმა დამასკოზე თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და თვითმფრინავებით განახორციელეს „ოკუპირებული გოლანის მაღლობების მიმართულებიდან“.
„ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წინააღმდეგობა გაუწიეს რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს და ჩამოაგდეს მათი უმეტესობა“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
სირიის სახელმწიფო მედიას არ გაუვრცელებია ინფორმაცია ზუსტი ადგილის შესახებ, თუ სად დაიღუპა სამი პირი.
ისრაელის მხარეს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.
0
0