სიმპტომები, რომელიც ჰქონდა, გაუარესებულია - მომიყვა, რომ აქვს უძილობა, თავის ტკივილი, ხელ-ფეხის დაბუჟება - გიული ალასანია
10/01/2022
19:19
პოლიტიკა
A-
+A
ის სიმპტომები, რომელიც ჰქონდა, გაუარესებულია - მომიყვა, რომ აქვს უძილობა, თავის ტკივილი, ფეხების და ხელების დაბუჟება, - ამის შესახებ გიული ალასანიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მხნედ და ოპტიმისტურად არის.
"ისევე როგორც მე, მასაც მიაჩნია, რომ მისი აქ ყოფნა დროებითია.
იმის მიხედვით, რაც მე მითხრა და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. ის სიმპტომები, რომელიც ჰქონდა გაუარესებულია. აუცილებელია, რომ ჩაუტარდეს ნორმალური გამოკვლევა. მომიყვა, რომ აქვს უძილობა, თავის ტკივილი, ფეხების და ხელების დაბუჟება.
ნერვოლოგი იყო მისული და ჩემი შვილი კმაყოფილი დარჩა.
მოთხოვნა არის ის, რომ ექიმები დაუშვან და არამარტო ჩვენი ექიმები, ასევე უცხოეთიდან ექიმების ჩამოყვანის შესაძლებლობა უნდა მოგვეცეს" , - განაცხადა ალასანიამ.
0
0
382
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%