26/01/2022
18:07
საზოგადოება
28 თებერვლიდან „სილქნეტის“ მობილური ქსელის მომხმარებლებს 1 და 5 დღიანი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტები გაუძვირდებათ.
კერძოდ, 1 დღიანი ულიმიტო ინტერნეტი 1 ლარის ნაცვლად 1 ლარი და 50 თეთრი ეღირება, ხოლო 5 დღიანი პაკეტის ფასი 2 ლარით, 6 ლარამდე ძვირდება.
„სილქნეტში“ აღნიშნავენ, რომ მობილური ქსელის მომხმარებლებისთვის ამოქმედდება სტანდარტული ინტერნეტ პაკეტები გაზრდილი მოცულობებით და შეცვლილი ტარიფებით: 800 მბ-დან 35,000 მბ-მდე და აღნიშნული პაკეტების აქტივაცია კვლავ *135# კოდით იქნება შესაძლებელი. ასევე იცვლება „სილქ კოსმო”-ს ინტერნეტ პაკეტების ტარიფები და მოცულობები.
ცნობისთვის, მომდევნო თვიდან ტარიფებს ზრდის „მაგთიკომიც“.
ძვირდება მობილური ინტერნეტის ტარიფები – უქმდება ულიმიტო 25-ლარიანი პაკეტი და 10 თებერვლიდან ხელმისაწვდომი იქნება 30 ლარიანი კოქტეილი (ულიმიტო წუთები და SMS-ები, 3000 MB ინტერნეტი), ულიმიტო ინტერნეტ კვირა 2 ლარით, 7 ლარამდე ძვირდება, ულიმიტო დღე-ღამე კი 1 ლარის ნაცვლად 1 ლარი 50 თეთრი ეღირება.
ამასთან, „ბილაინის“ აბონენტებისთვის სტანდარტული ტარიფის პირობებში ცვლილება შედის. 7 თებერვლიდან 1 წუთის ღირებულება ყველა ადგილობრივ ქსელთან სასაუბროდ 4 თეთრით, 14 თეთრამდე იზრდება.
0
0