01/12/2022
21:53
სამართალი
სიღნაღის ისტორიულ ციხე-გალავანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სატრანზიტო ტრაილერის მძღოლი 250 ლარით დააჯარიმა, საქმეზე კი ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
შემთხვევა სიღნაღი-ანაგის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა და შეჯახების შედეგად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სიღნაღის ისტორიული გალავნის ერთ-ერთი თაღი, იგივე კარიბჭე, სრულად დაინგრა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილი, რომელიც ტრანზიტულ რეისს ასრულებდა, ლაგოდეხში, საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარზე მოხვედრის ნაცვლად, სიღნაღში ჩავიდა.
თაღის აღდგენითი სამუშაოები, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უშუალო ზედამხედველობით დაიგეგმება.
ისტორიული წყაროების მიხედვით, სიღნაღის ციხე- გალავანი, 1762 წელს, მეფე ერეკლე მეორეს გადაწყვეტილებით აშენდა და მისი სიგრძე, დაახლოებით, 4 კილომეტრია.
0
0