12/08/2022
11:10
მსოფლიო
შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პეტერ ჰულთქვისტმა, კოპენჰაგენში უკრაინის მხარდასაჭერად გამართული კონფერენციის შემდეგ განაცხადა, რომ შვედეთმა შესაძლოა უკრაინისთვის იარაღის წარმოება დაიწყოს.
მისი თქმით, სლოვაკეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა უკვე განაცხადეს, რომ იარაღის წარმოებაში დახმარების გაწევა შეუძლიათ.
"ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა ქვეყანაში საწარმოო ხაზების გამოყენებაზე იარაღის წარმოებისთვის, რომელიც შეიძლება პირდაპირ მიეწოდოს უკრაინას", - აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, გუშინ კოპენჰაგენში უკრაინის მხარდასაჭერად დონორთა კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე გრძელვადიანი მხარდაჭერის სამი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა: სამხედრო წვრთნა, განაღმვითი სამუშაოები და იარაღის წარმოება.
0
0