შშმ მოზარდის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისა და გულგრილობის გამო დაკავებულ პოლიციელებს ბრალს დღეს წაუყენებენ
26/01/2022
10:21
სამართალი
A-
+A
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისა და გულგრილობის გამო დაკავებულ ორ პოლიციელს ბრალს დღეს წაუყენებენ. ამის შემდეგ უკვე სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელზეეც აღკვეთის ღონისძიების შესახებ იმსჯელებენ.
წინასწარ არის ცნობილი, რომ პროკურატურა აღკვეთის სახით პატიმრობას მოითხოვს. პოლიციელის მიერ ნაცემი შშმ პირის უფლებებს „საია“ დაიცავს.
სმენადაქვეითებული მოზარდი, პოლიციელების მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორების ობიექტი მეტროში გახდა. დაზარალებულმა ოჯახის წევრებს უამბო, რომ მეტროში მეგობრებთან ერთად იყო, როცა სამართალდამცველი მისთვის გაუგებარი მიზეზით ფიზიკურად გაუსწორდა, ფაქტს კი მეორე პოლიციელი და მისი მეგობრები შეესწრნენ. ნუკრი ბაქრაძეს გამოძიება დამამცირებელ და არაადამიანური მოპყრობით ჩადენილ დანაშაულს, ხოლო კახა ბაკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
0
0
427
სიახლეები
ყველა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%