05/09/2022
12:26
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.ხ., გამოძალვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისი ახლობლის დიდი ოდენობით ვალის გადახდა მოქალაქე ვ.ჩ.-ს მოსთხოვა, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით დაემუქრა. ვ.ჩ.-მ მოთხოვნილი თანხის ნაწილი ა.ხ.-ს გადასცა.
ბრალდებული, ვალის სრულად გადაუხდელობის მოტივით, ვ.ჩ.-ს ტელეფონით რამდენჯერმე დაუკავშირდა და ძალადობის გამოყენების მუქარით, დარჩენილი თანხის გადახდა მოსთხოვა.
პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ასევე, კომპლექსური საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები განახორციელა, რის შედეგადაც ა.ხ.-ის მიერ ვ.ჩ-ის მიმართ ჩადენილი უკანონო ქმედებები დადასტურდა.
სამართალდამცველებმა ა.ხ., საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაზარალებულის მიერ დარჩენილი თანხის გადაცემის შემდეგ, ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძალვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0
დოლარის ფასი შეიცვალა - ვალუტის კურსი
15/11/2024