29/12/2021
11:52
პოლიტიკა
როგორც თუთბერიძე ამბობს, ყველა ღონეს გამოიყენებენ, რათა არსებული შეზღუდვები შეიცვალოს.
„შეზღუდვები, რომელიც გუშინ გადაწყვიტა გაბრაზებულმა და „დაბოღმილმა“ პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის სამინისტრომ, რომ დაეწესებინა მიხეილ სააკაშვილისთვის, არის სრულიად უსაფუძვლო და უკანონო, რადგან ადვოკატის ვიზიტის უფლება, თავისუფლებააღკვეთილ პირთან, არის ისეთი უფლება, რომლის შეზღუდვაც ამგვარი მოტივებით დაუშვებელია. არ ვიცი, ამ შეზღუდვების სამართლებრივი საფუძველი რა გახდა. ამგვარ შეზღუდვებს კანონიერი საფუძველი არ გააჩნია. ეს არის, არა გორის ჰოსპიტლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, არამედ იუსტიციის მინისტრის კაბინეტში მიღებული გადაწყვეტილება. ყველა ღონეს მივმართავთ რომ ეს აბსურდული შეზღუდვები შეიცვალოს და ძალაში არ დარჩეს“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
0
0