02/09/2024
16:43
სპორტი
პარიზის მერმა ენ იდალგომ განაცხადა, რომ მისი სურვილია, ოლიმპიური რგოლები ეიფელის კოშკზე საზაფხულო თამაშების დასრულების შემდეგაც დარჩეს.
მისი თქმით, ამ საკითხზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თანხმობა უკვე მიიღო.
„გადაწყვეტილება ჩემზეა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თანხმობაც მაქვს. ასე რომ, დიახ, ისინი (რგოლები) ეიფელის კოშკზე დარჩებიან“, - განაცხადა მან გაზეთ Ouest-France-სთან ინტერვიუში და აღნიშნა, რომ თამაშების დროს, „ფრანგებს ისევ შეუყვარდათ პარიზი“ და მისი სურვილია, რომ „ეს საზეიმო სულისკვეთება შენარჩუნდეს“.
როგორც BBC წერს, პარიზელთა ერთმა ნაწილმა მერს მხარი დაუჭირა, თუმცა მეორე ნაწილი, მათ შორის მემკვიდრეობის დამცველები აცხადებენ, რომ ეს არის ცუდი იდეა, რომელიც „შეურაცხყოფს“ საფრანგეთის სიმბოლოს.
გამოცემის ცნობით, 29 მეტრის გარშემოწერილობისა და 15 მეტრის სიმათლის ხუთი რგოლი, რომელთა ჯანური წონაც 30 ტონაა, ეიფელის კოშკზე 26 ივლისს, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე დაამონტაჟეს და მათი დემონტაჟი 8 სექტემბრის შემდეგ უნდა განხორციელებულიყო, როდესაც პარალიმპიური თამაშები დასრულდება.
პარიზის მერის თქმით, ამჟამინდელი რგოლებიდან თითოეულის დიამეტრი 9 მეტრია, რაც ძალიან მძიმეა და „რაღაც მომენტში, ისინი უფრო მსუბუქი ვერსიით შეიცვლება.
0
0