ნიკოლა სარკოზის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
30/09/2021
14:35
მსოფლიო
A-
+A
პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის უკანონოდ დაფინანსებაში დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
პროკურატურამ მისთვის ერთწლიანი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, ექვსთვიანი პირობითი სასჯელის მოხდით. სასამართლომ კი სასჯელის უფრო მკაცრი ზომა აირჩია. შედეგად ნიკოლა სარკოზი ციხეში ერთ წელს გაატარებს.
თავად სარკოზი განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრო. საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლოში მისი ადვოკატი ტიერი ერზოგი წარმოადგენს.
ამ საქმეზე სასამართლო სხდომები 20 მაისიდან 22 ივნისამდე მიმდინარეობდა. სარკოზი დარბაზში მხოლოდ ერთხელ, ჩვენების მისაცემად გამოცხადდა.
0
0
212650
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%