17/12/2021
15:13
საზოგადოება
მისი თქმით, შერიგების პროცესს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება.
„ჩვენ, როგორც ყოფით ცხოვრებაში ვართ მიჩვეული, როდესაც გავანაწყენებთ ადამიანს და რაღაცას დავუშავებთ, იმისთვის, რომ კვლავ ერთსულოვანი ვიყოთ და შევრიგდეთ, ამას სჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ქრისტიანული მოძღვრება მკაფიოდ განსაზღვრავს, რაც არის, ეს არის - უნდა აღიარო, რომ არ გინდოდა ამ ადამიანისთვის ზიანის მიყენება თუ წყენინება, შენდობა ითხოვო და ეს იმდენად გულწრფელი უნდა იყოს, რომ მისგან მიიღო ეს შენდობა. ეს უნდა იყოს საფუძველი დანარჩენი ყველაფრის, თორემ ისე, ინიციატივა, რა თქმა უნდა, კარგია. უბრალოდ, ვთქვი ის, რომ პირველივე ეტაპზე ჩანს, რომ გზა საკმაოდ გრძელია და პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი, როგორც ჩანს“, - აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ვერ ამბობს, შეიძლება თუ არა მოხდეს ეროვნული შერიგება.
„ვერ გეტყვით, ვისურვებდი, მაგრამ ვერ გეტყვით, როგორ იქნება. ეს არის თითოეულ ადამიანზე დამოკიდებული, ვინც მონაწილეობს შესარიგებელ ამ ორ მხარეში“, - აღნიშნავს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.
0
0