23/07/2022
10:07
მსოფლიო
ნიდერლადებში უნივერსიტეტის მოსწავლეებმა კარბონ-ნეიტრალური ავტომანქანა შექმენს, რომელიც ინოვაციური ფილტრის საშუალებით ნახშირორჟანგს “ისრუტავს”.
აინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოსწავლეებმა ელექტრომანქანის პროტოტიპი ააშენეს, რომელიც სიარულის დროს ნახშირორჟანგს შთანთქავს და ინახავს. ამ გამოგონების მთავარი მიზანი მანქანის მუშაობის განმავლობაში გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობის შემცირებაა.
პროქტის შთაგონება 2020 წლის Luca-ს და 2018 წლის Noah კონცეპტ-მანქანები არიან. ახალი პროქტის, The Zem (EM-07)-ის დავალება ისეთი ელექტრომანქანის განვითარება იყო, რომლის ნეტ ნახშრორჟანგის გამონაყოფი ნოლს გაუტოლდებოდა.
რათა “რაც შეიცლება ცოტა CO2” გამოემუშავებინათ, ინჟინერთა გუნდმა გადამუშავებული პლასტმასი გამოიყენა, რაც მომავალი პროექტებისთისაც შეიძლება განადგურდეს და მისი ხელახალი გამოყენება მოხერხდეს. სალონში სავარძლები ანანასის ტყავითაა გადაფარული. ხოლო ფანჯრები შუშის მაგივრად პოლიკარბონატისგან არის დამზადებული, რომელიც შუშის მეტად ეკომეგობრულ ალტერნატივას წარმოადგენს.
მანქანის მუშაობაზე და ტექნიკურ მხარეზე ცოტა უფრო ნაკლებია ცნობილი, მაგრამ გამომგონელმა მოსწავლეება ნეტგაზეთ New Atlas-ს აცნობეს, რომ მანქანას “22 კილოვატიანი მოტორი და 9 2.3 კილოვატ-საათიანი მოდულარული ბატარეა” აქვს.
მანქანას ზედაპირზე ფოტოელექტრული უჯრედები დაუმატეს; ეს დამატებითი ელექტროენერგიის წყაროა. დამატებით, ჩამონტაჟებული ციფრული სარკეები ავტომობილს აეროდინამიკურ წინააღმდეგობას ამაღლებენ.
მოსწავლეები ახლა თავიანთი ჰაერის დაჭერის ტექნოლოგიის დაპატენტებაზე მუშაობენ. ისინი ვარაუდობენ, რომ ყოველწლიურად 20,600 კილომეტრის საშუალოდ 60 კილომეტრ-საათის სიჩქარით გავლით, ავტომობილი 2 კილოგრამამდე ნახშირორჟანგს მოაშორებს ატმოსფეროდან. თუ ამ ტექნოლოგიას იმ მილიონობით ავტომანქანაში დანერგავენ, რომელიც დღესდღეობით იწარმოება, ამ გამოგონებას დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ნახშიორჟანგის ემისიების შემცირების მცდელობაზე.
ამჟამად Zem-ის ჰაერის ფილტრი 320 კილომეტრის მანძილზე მუშაობს, რის შემდეგაც ფილტრი ივსება და მისი შეგროვებული ნახშიორჟანგისგან დაცლა ხდება საჭირო. ფილტრის განახლება და გაფილტრული ნახშირორჟანგის შეგროვება შესაძლებელია ელექტრომობლების დასატენ სადგურზე მოხერხდეს.
ჯერ დაუზუსტებელია თუ რა მოელის იმ ნახშირორჟანგს, რომელსაც მანქანა აგროვებს, თუმცა საინტერესო შესაძლებლობები უკვე არსებობს. შეიძლება ნახშირორჟანგი ეკოლოგიურად მდგრადი ცემენტრის, სინთეტიკური საწვავის, და პლასტამასის დასამზადებლად და სასმელების გაზირებისთვისაც კი გამოიყენონ.
მოსწავლეების გუნდი აგვისტოში ამერიკაში გაემგზავრება და უნივერსიტეტების ტურს მოაწყობს რათა თავიანთი ინოვაციური ფილტრი სხვებსაც გააცნონ და ამით მათ პროექტში დასახმარებლად მოუწოდონ.
“ჩვენ გვსურს გამოვაფხიზლოთ ინდუსტრია იმის ჩვენებით თუ რამდენი რამ არის შესაძლებელი. თუ 35 მოსწავლეს შეუძლია შექმნას დიზაინი, განავითაროს, და ააშენოს კარბონ-ნეიტრალური ავტომობილი ერთ წელიწადში, მაშინ ინდუსტრიას ბევრი შესაძლებლობა და შანსები აქვს. ჩვენ ვუბიძგებთ ინდუსტრიას, რომ ეს გამოწვევა მიიღოს. ჩვენ პროექტი არ დაგვისრულებია და მომავალში დიდი ნაბიჯების გადადგმა გვსურს. ჩვენ თბილი გულით ვიწვევთ მანქანათმშენებელ კომპანიებს, მოვიდნენ და ჩვენი ნამუშევარი დაათვალიერონ,” - განაცხადა გუნდის მენეჯერმა ნიკი ოკელსმა.
წყარო: Interesting Engineering
მოამზადა: ანა მთვრალაშვილი
0
0