16/01/2023
17:42
კულტურა
კოლუმბიელი მომღერლის, შაკირას სიმღერამ ყოფილ პარტნიორზე, ჟერარდ პიკეზე Youtube-ზე რეკორდი მოხსნა - 24 საათში 63 მილიონი ნახვით ის ყველაზე ყურებადი ახალი ლათინურ-ამერიკული სიმღერა გახდა.
სიმღერაში შაკირა ყოფილ პარტნიორთან ურთიერთობას ეხმაურება და პიკეს დასცინის, რომ სხეულის ვარჯიშთან ერთად ტვინიც უნდა ავარჯიშოს.
"დადიხარ და ამბობ, რომ ჩემპიონი ხარ, მაგრამ როდესაც მჭირდებოდი, შენი თავის ყველაზე უარესი ვერსია მაჩვენე", "შენთვის ზედმეტად კარგი ვარ და ამიტომ ხარ ახლა შენნაირ ადამიანთან ერთად". - მღერის შაკირა.
გარდა ამისა, მომღერალი ტექსტში ეხმაურება გადასახადებსაც და ამბობს, რომ პიკემ მას მეზობლად დედამთილი, კართან პრესა და ვალი დაუტოვა.
შაკირას ესპანეთის პროკურატურა გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს. მათი ვერსიით, შაკირას 2012 წლიდან 2014 წლამდე ესპანეთის მთავრობისთვის გადასახადების სახით 14.5 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა, უწყება მომღერლისთვის 24 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის დაკისრებასაც ითხოვს.
"ფერარი ტვინგოში [რენო] გაცვალე, როლექსი კასიოში გაცვალე, სწრაფად მიდიხარ, ტემპი შეანელე, დიდ დროს ატარებ სავარჯიშო დარბაზში, მაგრამ შენს ტვინსაც სჭირდება ცოტა ვარჯიში". - მღერის შაკირა ახალ ტრეკში ჟერარდ პიკეზე.
შაკირა და პიკე ერთმანეთს 2022 წელს დაშორდნენ. ისინი 12 წლის განმავლობაში ერთად იყვნენ და ორი შვილი ჰყავთ. დაშორების მიზეზად, გავრცელებული ინფორმაციით, პიკეს მხრიდან ღალატი სახელდებოდა.
წყარო: tabula.ge
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024