23/10/2024
12:40
მსოფლიო
აშშ-ის იუტას შტატში, მამა 12 წლის ბიჭს წლების განმავლობაში აშიმშილებდა. პოლიციის ინფორმაციით, გევინ პეტერსონი საკუთარ სახლში, აბაზანის იატაკზე მწოლიარე, შიმშილისგან უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
გევინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ის გარდაიცვალა. პოლიციამ გევინის მამა, შეინ პეტერსონი, დედინაცვალი, ნიკოლ სკოტი და უფროსი ძმა, ტაილერ პეტერსონი, დააკავა და მათ ბრალი წაუყენა "რამდენიმე წლის განმავლობაში ბავშვის მიმართ ძალადობის განხორციელებაში".
მამისა და დედინაცვლის განცხადებით, ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში ავად იყო, აღენიშნებოდა ღებინება და კრუნჩხვები, თუმცა საავადმყოფოში მოგვიანებით გადაიყვანეს. ექიმებმა დაადგინეს, რომ არასრულფასოვანი კვების გამო ბავშვის შინაგანი ორგანოები უფუნქციო გახდა, რამაც მისი ტრაგიკული სიკვდილი გამოიწვია. მას ზურგზე წყლულებიც აღენიშნებოდა.
დეტექტივებმა გამოავლინეს, რომ გევინს ბოლო დღეებში მხოლოდ „პურის ნაჭერს მდოგვთან ერთად აჭმევდნენ“, „ნახევარ ჭიქა წყალს“ ასმევდნენ და „აბაზანის გამოყენების უფლებას“ არ აძლევდნენ.
ეჭვმიტანილ პირებს ბავშვზე ძალადობის გარდა, ნარკოტიკების შენახვასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლასთან დაკავშირებული ბრალდებები ემუქრებათ.
0
0
აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობა დასრულდა
16/11/2024