30/09/2024
12:30
მსოფლიო
აშშ-ის ოჰაიოს შტატში, ქალაქ დეიტონში, 31 წლის დედამ ჩვილი მიკროტალღოვანი ღუმელით დაწვა. პროკურორების ინფორმაციით, ინციდენტი ჩაინა არნოლდსა და მის პარტნიორთან ბავშვის მამობის საკითხთან დაკავშირებით კამათის დროს, მოხდა.
ექიმების თქმით, 28 დღის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამედიცინო ექსპერტიზის მიერ ბავშვის სიკვდილის მთავარ მიზეზად ჰიპერთერმია - ორგანიზმის გადახურება - დასახელდა. ასევე გოგონას სხეულზე დამწვრობები აღენიშნებოდა.
Express US-ის ინფორმაციით, ჩაინა არნოლდს, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. სასამართლო ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ არნოლდს ინტელექტის საშუალო დონე ჰქონდა და რაიმე ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები არ აღენიშნებოდა. ჩაინა არნოლდი, რომელსაც ასევე სამი ბიჭი ჰყავს, სასჯელს ოჰაიოს ქალთა პენიტენციალურ დაწესებულებაში მოიხდის.
0
0