18/10/2024
10:54
მსოფლიო
ლონდონის გარეუბანში, ჰამერსმიტში, პოლიციამ 3 მამაკაცი 13 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტზე დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულებმა - პოლ მაქსველმა, კაიონ ბოლამ და ჯერემია ჯექსონმა - ინციდენტის ამსახველი ვიდეო თავად გადაიღეს.
„სამი მამაკაცი გოგონას ჰამერსმიტის მეტროსადგურთან შეხვდნენ. შემდეგ ის ერთ-ერთი ბრალდებულის ბინაში მიიყვანეს, სადაც გააუპატიურეს. ბრალდებულების კუთვნილი ტელეფონების შემოწმებისას პოლიციამ ასევე აღმოაჩინა მათ მიერვე ჩაწერილი ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ძალადობდნენ მსხვერპლზე. ამჟამად, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია,“ - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, სამკვირიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, სამივე მამაკაცი გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნეს და მათ 12-წელიწადნახევარი პატიმრობა მიესაჯათ.
0
0