შემოსავლების სამსახური სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება
26/10/2021
17:56
საზოგადოება
A-
+A
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე აცხადებს, რომ „ლევან კაკავა - შემოსავლების სამსახურის უფროსი, პირველი ტურის გამარჯვების შემდეგ იმყოფებოდა თურქეთში, სადაც შეხვდა კრიმინალურ ავტორიტეტებს,“. უწყების განცხადებით, აღნიშნული განცხადება არის სრული სიცრუე, მორიგი დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
შემოსავლების სამსახური ხაზგასმით განმარტავს, რომ უწყების ხელმძღვანელი 7-10 ოქტომბერს იმყოფებოდა სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ იზმირში და ესწრებოდა სამმხრივ შეხვედრას. ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე საფარ მეჰდიევი და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე რიზა თუნა თურაგაი.
„აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და ფოტო ალბომი განთავსებულია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, ასევე, აზერბაიჯანის საბაჟო სახელმწიფო კომიტეტის ვებგვერდზე და აზერბაიჯანისა და თურქეთის ინტერნეტსააგენტოებში“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
0
0
430
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%