28/09/2022
18:48
სამართალი
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის განცხადებით, იყო შემთხვევა, როდესაც ის ნიკოლოზ ბასილაშვილმა თმით ითრია.
"თმით მათრევდა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე დაწითლებები მქონდა. როდესაც ჩოგანი მომხდა თავში და სხეულზე, მახსოვს, რომ მოვიხარე და ხელი ავიფარე. ნამდვილად არ მახსოვს ტელეფონი სად დავარდა. სიწითლეები მემჩნეოდა. ეს არ იყო დაჟეჟილობა, მქონდა ნაკაწრები და სიწითლეები.
ფიზიკური ძალადობის გამო ძალიან დასტრესილი ვიყავი, ემოციურად ძალიან ცუდად ვიყავი, არ მელაპარაკებოდა და მაიგნორებდა", - განაცხადა დოროყაშვილმა.
კითხვაზე, რატომ განიცდიდა მოძალადე ადამიანის სხვაგან წასვლას, თუ მის მიმართ მართლა ხორციელდებოდა ძალადობა, დოროყაშვილმა უპასუხა, რომ შესაძლოა, მის მიმართ მიჯაჭვულობა ჰქონდა.
"იყო შემთხვევა, როცა ვრიგდებოდით. ალბათ, ეს ყველაფერი რომ გამეაზრებინა, მეც და ყველა ქალი ძალადობას დაასრულებდა. ჩემს თავზე ვბრაზდები, რომ მასზე ვტიროდი და ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ამ ყველაფერს არ იმსახურებდა. ამ ყველაფრის შემდეგ მასზე ვნერვიულობდი. შეიძლება მიჯაჭვულობა მქონდა მოძალადის მიმართ ან მიყვარდა. ალბათ, იმ მომენტში სტოკჰოლმის სინდრომი მქონდა. ეს ჩემი სუბიექტური აზრია", -განაცხადა დოროყაშვილმა.
0
0