26/10/2022
14:23
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილის, ნიკა გოგაშვილის განცხადებით, ის არ გამორიცხავს, მათი ოჯახის საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება მოხდეს. აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც მათ საცხოვრებელ სახლში რამდენიმე დღის წინ მიმდინარეობდა.
„ეს ემსახურება მთავრობის მხრიდან და არა გამომძიებლების მხრიდან, ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ასევე იმას, რომ ჩვენი გამოსახლება მოხდეს საცხოვრებელი სახლიდან. რაღაც ისტორიული მოვლენის მომსწრე ვხდებით საზოგადოება, რადგან მთელი 10 წლის განმავლობაში, მსგავსი მეთოდებით არავის მოქცევიან საერთოდ. ამაზე უარესსაც ველოდებით, ჩვენს დაკავებასაც ველოდებით, შეიძლება გაგვანადგურონ, რაღაც ავარიაში მოვყვეთ, გაზით გავიგუდოთ და ა.შ.",- განაცხადა გოგაშვილმა.
ის ასევე გამოეხმაურა სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსის, ალექსანდრე სამხარაძისთვის ბრალის წარდგენას.
"ალეკოს ცხოვრებაში დანაშაული არ ჩაუდენია. ვიდრე მამაჩემი სისტემას არ დაუპირისპირდა, იქამდე ალეკოსთან სახლში არათუ სამართალდამცავი, არამედ ინსპექტორიც კი არ შესულა არავინ. ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, მათ შორის, ოჯახი, არაფრის არ გვეშინია, არც მთავრობის, არც კერპების, მარტო ღმერთის გვეშინია, ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ! რაც უნდათ გააკეთონ, ჩვენ არაფრის არ გვეშინია",- განაცხადა გოგაშვილმა.
0
0
აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობა დასრულდა
16/11/2024