07/01/2022
13:08
მსოფლიო
„ბანდიტების გამო არა მხოლოდ ადმინისტრაციული შენობები, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის პირადი საკუთრებაც დაზარალდა. ისინი არ საუბრობენ ასობით მშვიდობიანი მოქალაქისა და სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ქალაქ ალმათს თავს 20 000-ზე მეტი „ბანდიტი“ დაესხა, თუმცა შეირაღებულმა ძალებმა ქალაქის დაბრუნება შეძლეს. თოყაევმა ასევე აღნიშნა, „ტერორისტების“ მხრიდან ალმათის დაკავებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად საპროტესტო აქციები ქვეყანაში კვლავ გაგრძელდა.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024