19/11/2024
14:06
მსოფლიო
„აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „კარგი გადაწყვეტილება“ მიიღო, როდესაც ნება დართო უკრაინას, რომ ამერიკული იარაღი რუსეთის შიგნით სამიზნეებზე დარტყმისთვის გამოიყენოს,“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
მაკრონის თქმით, ბაიდენის ახალი გადაწყვეტილება რუსეთის მიერ, ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების დახმარებით, უკრაინასთან კონფლიქტის ესკალაციის პასუხია.
„რუსეთია ერთადერთი ძალა, რომელმაც ესკალაციური გადაწყვეტილება მიიღო, რასაც აშშ-ის ზუსტი რეაქცია მოჰყვა“, - განუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს რიო-დე-ჟანეიროში გამართულ G20-ის სამიტზე.
როგორც Politico წერს, დიდი ბრიტანეთი, სავარაუდოდ, უკრაინას Storm Shadow-ის ტიპის ფრთოსან რაკეტებს მიაწოდებს. გერმანიამ კი განაცხადა, რომ ის დაიცავს თავის პოზიციას - არ გაუგზავნოს უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები.
0
0