30/06/2023
08:39
კულტურა
პირველივე დღიდან პროტესტი რატომ დაიწყო, დღემდე რეალობასთან მიახლოებული არგუმენტი კვლავ არ მაქვს, რადგან არავის უცდია, რომ ეს შემოეთავაზებინა, - ამის შესახებ კინოცენტრის კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ბაჩო ოდიშარიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„პირველივე დღიდან, როდესაც მე იქ მივედი, გაჩნდნენ ოპოზიციური მედია და დემონსტრანტები, რომლებმაც დაუყოვნებლივ დაიწყეს სასტვენებით და კარზე ბრახუნით პროტესტის გამოხატვა. მირეკავდნენ ოპოზიციური მედიიდან. მათ ეგონათ რეორგანიზაცია მარტო იმას ნიშნავს, რომ უნდა გაყარო თანამშრომლები სამსახურიდან. შესაბამისად, ვინც კინოსექტორს წარმოადგენს, ამ ადამიანების უკმაყოფილებას ყოველთვის მოვისმენ და ვეცდები გავიგო, როდესაც ეს არტიკულირებული იქნება სიტყვაში. შეჩერდეს რეორგანიზაცია, არის ერთ-ერთი ტრაგიკული მოთხოვნა, რაც კი ოდესმე მომისმენია მრავალწლიანი საპროტესტო აქციების მანძილზე. შეჩერდეს რეორგანიზაცია იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც კინოცენტრისგან ფინანსდებიან ან მომავალში დაფინანსდებიან, ნიშნავს, შევაჩეროთ გაუმჯობესებული სერვისის მიღების შესაძლებლობა“, - აღნიშნა ოდიშარიამ.
მისივე განმარტებით, კინოცენტრის რეორგანიზაცია გამოიწვია იმან, რომ იქ აქამდე არანაირი განახლება არ ჩატარებულა.
„ვგულისხმობ ინსტიტუციურ განახლებას. ის სამუშაო ხელსაწყოები, რომელიც აქვს კინოცენტრს, ვერ არის ისეთი ეფექტიანი, რომელიც სჭირდებათ დღევანდელ დროში იმ ადამიანებს, რომლებიც არიან უშუალოდ კინოცენტრის ფოკუს ჯგუფი“, - განაცხადა ოდიშარიამ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024