16/10/2024
12:00
საზოგადოება
შავი ფულის გათეთრება „ნაცმოძრაობაში“. სქემაზე „მთავარი არხის“ ერთი- ერთი დირექტორი, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელი გიორგი ქურდაძე ალაპარაკდა.
მან ოფიციალური წერილით ეროვნულ ბანკსაც მიმართა - სქემაში ჩართულები არიან ნიკა გვარამია, მთავარი არხის ხელმძღვანელობა, კობა ნაყოფია, „თიბისი ბანკი“ და სააგენტო „ნიუ სეილსი“. საუბარია მილიონობით ლარზე, რომელიც მათ შორის უცხოეთიდან შემოდის.
კერძოდ, მისი განცხადებით 2019-2024 წლებში მთავარ არხში ნიკა გვარამიას დირექტორობის პერიოდში შემოსულია 8,475,000 დოლარის ეკვივალენტის გაურკვეველი წარმომავლობის უკანონო ნაღდი ფული.
„2019 წლიდან დღეის ჩათვლით, პარლამენტარ კობა ნაყოფიას მიერ მთავარი არხის სალაროში შედის გაურკვეველი წარმომავლობის და წყაროს ნაღდი ფული, რომელიც „თიბისი“ ბანკის ანგარიშების მეშვეობით, ხვდება საბანკო გადარიცხვების ცირკულაციაში, „მთავარი არხის“ სახელით, უცხოეთის ჩათვლით.
მაგალითად, მხოლოდ 2019-2024 წლებში მთავარ არხში ნიკა გვარამიას დირექტორობის პერიოდში შემოსულია 8,475,000 დოლარის ეკვივალენტის გაურკვეველი წარმომავლობის უკანონო ნაღდი ფული, ძირითადად დოლარის კუპიურებით. შესაბამისი შემოსავლიდან, ამავე პერიოდში უცხოეთში გადარიცხულია 2 მილიონი დოლარის ეკვივალენტით, სხვადასხვა ვალუტაში, დოლარში, ევროში და ფუნტში.
სახელმწიფო გადასახადებზე თავის არიდებისთვის და ასევე იმ მიზეზით, რომ ინკასოს პირობებში, აღწერილი ნაღდი ფული ძველი გზით ვეღარ მოხვდებოდა საბანკო გადარიცხვების ქსელში მთავარი არხის ანგარიშიდან. ამიტომ ოპერაციები გაურკვეველი წარმომავლობის უკანონო ნაღდი თანხების საბანკო მიმოქცევაში მოსახვედრად „თიბისი“ ბანკის საშუალებით გაგრძელდა შემდეგნაირად. ა - მთავარი არხის ექსკლუზიური პარტნიორის კომპანია “ნიუ სეილსის” თიბისი ბანკის ანგარიშების მეშვეობით. ბ - მთავარი არხის ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ნიჟარაძის „თიბისი“ ბანკის პირად ანგარიშებზე ხდება ასევე მილიონობით თანხის კანონდარღვევით მიღება-გატარება. მთავარი არხის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, ასევე კობა ნაყოფიამ და სხვამ - მითხრეს და შემომითვალეს მუქარა, რომ შემეწყვიტა ხელის შეშლა აღწერილი არაკანონიერი ოპერაციებისთვის”, - აცხადებს გიორგი ქურდაძე.
0
0