24/01/2023
11:46
კონფლიქტები
ცხინვალის დე ფაქტო რეესტრის სამსახურმა 2022 წლის დემოგრაფიული მონაცემები გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, გასულ წელს ცხინვალში მხოლოდ 103 ბავშვი დაიბადა, ხოლო 430 ადამიანი გარდაიცვალა.
ასევე 2022 წლის განმავლობაში სულ 123 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა, ხოლო განქორწინება 83-მა წყვილმა დაარეგისტრირა.
2023 წლის დასაწყისიდან კი ქორწინების რეგისტრაციის მხოლოდ სამი განცხადებაა დარეგისტრირებული. წელს ცხინვალში ჯერ მხოლოდ 3 ბავშვი დაიბადა.
ქალაქი ცხინვალი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ყველაზე მეტად მჭიდროდ დასახლებული პუქტი იყო, სადაც იმჟამინდელი ავტონომიური ოლქის მოსახლეობის თითქმის, ნახევარი ცხოვრობდა - 1989 წლის აღწერით 42 ათას ადამიანზე მეტი. ხოლო რუსული ოკუპაციის პირობებში, 2021 წელს ჩატარებული აღწერით ქალაქ ცხინვალში თითქმის 33 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
0
0