07/11/2024
21:58
პოლიტიკა
შარლ მიშელთან მეგობრული საუბარი მქონდა, ვუთხარი ისიც, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება და არ აქვს სახალხო მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, შარლ მიშელს აინტერესებდა, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში.
„შარლ მიშელს ვუთხარი, რა მდგომარეობაც არის დღეს საქართველოში, მათ შორის ისიც ვუთხარი, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება, ოპოზიციას არ აქვს სახალხო მხარდაჭერა. ასეთ პირობებში, ვფიქრობ, მოვლენები ბევრად უფრო მარტივად წარიმართება, ვიდრე წარიმართა ოთხი წლის წინ. ოპოზიციას არაფრის რესურსი არ აქვს. ამ შემთხვევაში იმაზე ბევრად ნაკლები რესურსი აქვს, ვიდრე ჰქონდა ოთხი წლის წინ.
რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას, მე კიდევ ერთხელ გავიმეორე შარლ მიშელთან, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ნებისმიერი დისკუსიისთვის, ვართ აბსოლუტურად მოქნილი. ჩვენ დავუფიქსირეთ მზაობა დისკუსიებისთვის შარლ მიშელს და ეს არის ჩვენი ღია პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0