13/01/2024
13:04
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მარიონეტმა მდივანმა რუსულ სამთავრობო მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის ფუნქციონირება, შესაძლოა, მიმდინარე წელს დაიწყოს.
"სამშენებლო სამუშაოები ოჩამჩირის ყურეში, სადაც რუსეთის საზღვაო ძალების გემების მუდმივი ბაზა განთავსდება, ჯერ არ დაწყებულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი დაპროექტება. მაგრამ მისი ფუნქციონირება შესაძლოა წელს დაიწყოს, თუმცა გამიჭირდება ზუსტი დროის დასახელება და ასევე იმის თქმა, თუ კონკრეტულად რა განთავსდება ამ პუნქტში. ეს იქნება საბაზისო წერტილი, როგორც ეს ხელშეკრულებაში წერია". - აღნიშნა შამბამ.
"რუსეთმა აიღო ვალდებულებები აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჩვენ ვხედავთ, როგორ სრულდება ისინი. 2008 წლიდან ზღვაზე გემების ჩამორთმევის ინციდენტი არ გვქონია, სასაზღვრო ზონაში მშვიდი ვითარებაა. შეთანხმებით ვალდებულებები აქვს აფხაზურ მხარესაც. ჩვენ ასევე ვასრულებთ მათ". - დაამატა მან.
RIA Novosti წერს, რომ 2000-იანი წლების განმავლობაში ოჩამჩირის ყურე აფხაზეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სამოქალაქო გემებისა და სამხედრო გემების ერთობლივი განთავსებისთვის გამოიყენებოდა. 2009 წლის იანვარში ბაზა გადაეცა რუსეთის ფედერაციას გემებისა და კატარღების ბაზის ასაშენებლად და ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები. ამჟამად იქ რუსეთის ფედერაციის ФСБ -ს სასაზღვრო სამსახურის საპატრულო გემები და სანაპირო დაცვის კატარღებია განთავსებული.
0
0