25/11/2024
10:56
მსოფლიო
პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მათ მოლაპარაკება აწარმოეს შვიდდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მას შემდეგ, რაც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში განახლებული სექტანტური ძალადობის შედეგად, 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
როგორც BBC-ი წერს, ავღანეთის საზღვართან, კურამის ტომობრივ რაიონში, სამდღიანი ბრძოლის შედეგად, კიდევ 156 ადამიანი დაშავდა. ძალადობა 21 ნოემბერს დაიწყო, როდესაც შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ შიიტი მუსლიმების კოლონებს, რომლებიც პოლიციის ესკორტის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ. ინციდენტის დროს 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რამაც საპასუხო თავდასხმები გამოიწვია. დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვები იყვნენ.
მოლაპარაკებების შემდეგ, მთავრობის სპიკერმა მუჰამედ ალი საიფმა განაცხადა, რომ შიიტი და სუნიტი ლიდერები ძალადობის შეჩერებაზე შეთანხმდნენ.
როგორც ცნობილია, შიიტ და სუნიტ მუსლიმებს შორის მიწის დავების გამო, ათწლეულების განმავლობაში ტომობრივი და სექტანტური დაპირისპირება არსებობს.
0
0