28/02/2022
13:15
საზოგადოება
სემეკის ხელმძღვანელის განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით, 1 თვის ვადაში შემოწმებულია 650 ათასამდე აბონენტი. დარღვევა 1,5 პროცენტში გამოვლინდა, რაც დაახლოებით, 10 000-მდე აბონენტის მაჩვენებელს წარმოადგენს. ყველა შემთხვევაში ეს ზედმეტობით თანხის დარიცხვას არ უკავშირდება.
დარღვევა, რომელიც სემეკმა აღმოაჩინა, ნახევარი მილიონის ოდენობით თანხის დარიცხვას უკავშირდება. სემეკი წინასწარი ინფორმაციით, იგი „თელასსაც“ და „თელმიკოსაც“ დააჯარიმებს. თუ რა ფორმით, ეს სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვევა.
მთავარ დარღვევას წარმოადგენს ის, რომ აღრიცხვა 1 თვის ვადაში ვერ მოხდა. უმრავლეს შემთხვევაში მოქალაქეებს ელექტროენერგია ზუსტად იმ რაოდენობით აქვთ გამოყენებული, რამდენიც დანახარჯი მიუვიდათ, თუმცა არა 1 თვეში. კერძოდ, აღრიცხვის დაგვიანების გამო, რიგ შემთხვევებში არა 1 თვის, არამედ 35-40 დღის დანახარჯის მაჩვენებელი მიუვიდათ. ამას კომპანიის წარმომადგენლები პანდემიის პირობებში აღრიცხვის ინჟინრების სიმცირითა და კადრების ნაკლებობის გამო გაჭიანურებული პროცესით ხსნიან.
0
0