31/08/2023
19:20
კულტურა
ახალი თაობის მსახიობი ბუკა თოლორდავა მსახიობ კოტე თოლორდავასა და მარიამ ჯოლოგუას შვილია. ი
სინი ფართო აუდიტორიამ როგორც თეატრიდან, ასევე ისეთი ცნობილი ტელესერიალებიდან გაიცნო, როგორებიცაა "ჩემი ცოლის დაქალები" და "შუა ქალაქში".
"დილა მშვიდობისა საქართველოს" სიუჟეტში ბუკა თოლორდავა იმ გზაზე საუბრობს, რომელიც ცხოვრებაში აირჩია:
"ძალიან პატარა როცა ვიყავი, რომ უკითხავთ, რა გინდა გამოხვიდეო, მსახიობი არა, დანარჩენი ნებისმიერი რამე-მეთქი. გააზრებულ ასაკამდე არასდროს მეგონა, რომ ოდესმე ამ საქმესთან რაიმე საერთო მექნებოდა. ვუყურებდი, როგორც რიგით გატაცებას, ჰობის. ყველაფერი მბეზრდება და ეს არ მომბეზრებია დღემდე. მივხვდი, რომ ეს არის ის, რითაც უნდა ვიცხოვრო და რაც უნდა გავაკეთო. სცენაზე ვარ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია“ - ამბობს ბუკა თოლორდავა.
ის ახლა რუსთაველის თეატრის სცენაზე თამაშობს და, პარალელურად, მონაწილეობს ისეთ პოპულარულ პროექტში, როგორიცაა "ცვალებადი ნიშნები".
0
0