27/08/2024
13:35
სპორტი
„ემპოლი“ „ტორინოს“ შეუთანხმდა და გუნდიდან მოთამაშეები ჯარით დაიმატა, მათ შორის საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი – ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.
„ემპოლი“ და „ტორინო“ გეგმავენ დიდ გარიგებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე ფეხბურთელი. პიეტრო პელეგრი და საბა საზონოვი „ემპოლის“ იჯარით შეუერთდებიან – გამოსყიდვის ოფციით. ორივე მოთამაშეს ეს გარიგება მოეწონა და თანხმობა განაცხადეს. სამაგიეროდ, ტურინულ კლუბს „ემპოლიდან“ სებასტიან ვალუკევიჩი შეუერთდება. 2000 წელს დაბადებული მოთამაშე „ტორინოში“ 5 მილიონ ევროდ გადავა“, – წერს დი მარციო.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი „ტორინოში“ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ 2023 წელს გადავიდა, სადაც ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების მცველმა „ტორინოში“ ადგილი ვერ დაიმკვიდრა.
0
0