03/10/2021
11:47
პოლიტიკა
მისი თქმით, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მეორე ტური შედგება, „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს.
„რაც შეეხება ჩვენს კანდიდატებს თბილისსა და სხვა მუნიციპალიტეტებში, სამი შემთხვევაა, სადაც ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა, თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მეორე ტურში აუცილებლად მოვიგებთ. სხვა შემთხვევებში, როგორც თბილისში, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებში ჩვენს კანდიდატებსა და ოპოზიციის კანდიდატებს შორის დიდი სხვაობაა. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვპირდებით, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ მეორე ტურს. ჩვენ საზოგადოებას დავპირდით, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებდა ამ არჩევნებს და თქვენი პოლიტიკური პარტია („ნაციონალური მოძრაობა“) დამაჯერებლად წააგებდა, შესაბამისად, ძალიან მძიმედ წააგეთ ეს არჩევნები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0