27/11/2024
13:15
პოლიტიკა
საზოგადოება უახლოეს მომავალში იხილავს ყველანაირ პროცედურას, რომელიც აუცილებელია, რათა ჩვენი უფლებამოსილება შეწყდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ფავლენიშვილის თქმით, ეს აუცილებლად მოხდება.
„რა თქმა უნდა, ახლა კონკრეტულ თარიღებს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ეს პროცესი აუცილებლად მოხდება და საზოგადოებაში აღარ დარჩება სივრცე რაღაც კითხვის ნიშნების. ჯერ ერთი, ისედაც ბევრი არ არის საქართველოში და სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს ფაქტი შედგება. დღევანდელი დღე თუ არის გადამწყვეტი და ხვალ აზრი აღარ ექნება – მგონი, ეს ნაკლებად სერიოზულია. ჩვენ ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ და სივრცე არ დარჩება მსგავსი ტიპის კითხვის ნიშნებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ამასთან, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, ხომ არ აქვს ინფორმაცია, ვინ როდის დაწერს მანდატის შეწყვეტაზე განცხადებას ინდივიდუალურად, ხომ არ აქვთ კოორდინაცია, ფავლენიშვილმა განაცხადა:
„როგორც მაქვს ინფორმაცია, უახლოეს მომავალში მოხდება სამი პოლიტიკური კოალიციის მიერ ამ პროცედურების გავლა“.
0
0