07/11/2023
10:50
კონფლიქტები
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. "უსაფრთხოების სამსახური" სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ.
"მათი დაკავების მცდელობისას მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საზღვრის დამრღვევებმა ნაჯახი გამოიყენეს. მოგვიანებით მათ სცადეს მანქანით მესაზღვრისთვის დაჯახება და შემდეგ საქართველოში გადასვლა", - ნათქვამია განცხადებაში.
საოკუპაციო რეჟიმი ასევე ირწმუნება, რომ მესაზღვრეებმა ჰაერში გაისროლეს, ხოლო "კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემდეგ, მათი ავტომობილის ბორბლებს ცეცხლი გაუხსნეს".
"შედეგად, ერთ-ერთი დამრღვევი მძიმედ დაშავდა და გადაყვანილი იქნა საქართველოში სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის, მეორე კი დააკავეს", - წერია განცხადებაში.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024