12/10/2022
14:47
კულტურა
13 ოქტომბერს, 19:00 სთ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ თანამედროვე მხატვრის ირმა არჩვაძის პერსონალურ გამოფენას.
ირმა არჩვაძე თანამედროვე ქართველილი მხატვრების თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. გამოფენას 35 ნამუშევარი აერთიანებს, (შესრულებული ტილო,ზეთი მუყაო) განსხვავებულია მათი ტექნიკა და ჟანრი, ავტორი ერთნაირი წარმატებით ახერხებს თემის სიღრმისეულ გააზრებასა და ემოციური თხრობითი ხაზის შექმნას. გამოფენა გაგრძელდება 16 ოქტომბრის ჩათვლით.
ირმა არჩვაძე დაიბადა 1968 წელს ბავშვობის ასაკიდან იცოდა რომ ხატვა იყო ის რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა . 14 წლის ასაკში ჩააბარა სამხატვრო სკოლაში. შემდეგ ნიკოლაძის სამხატვრო პედაგოგიურ ტექნიკუმში, დალი ფოდიაშვილის ხელმძღვანელობით. დაამთავრა სამხატვრო აკადემია დაზგური ფერწერის ფაკულტეტი. ზურაბ ნიჟარაძის სახელოსნო. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ჯგუფურ გამოფენებში. ფერწერა,გრაფიკა და ფერწერა აბრეშუმზე. 2014 წელს თუმანიშვილის თეატრის საგამოფენო სივრცეში გაიმართა ირმას პირველი პერსონალური გამოფენა.
0
0