25/12/2024
20:12
პოლიტიკა
სიტუაცია არის შემდეგი - სახეზეა საკონსტიტუციო გადატრიალება, კანონგარეშე მოქმედი თვითმარქვია ხელისუფლება, ძალა, რომელიც ხელისუფლება არ არის, ეს არის ხუნტა და მოკალათებულია სავარძლებში. მე პირადად, ყველა გადაწყვეტილებას, რასაც მხარს დაუჭერს ხალხი, მზად ვარ ვიტვირთო პასუხისმგებლობა, ამ გადაწყვეტილებების შესრულებაზე , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება, რომელიც იქნება საერთო ფორმატში, მზად არის გაინაწილოს და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა აიღოს.
„ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუცია არის სალომე ზურაბიშვილი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და მზად ვარ, რომ ყველა ფორმატში, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც აქ ინება მიღებული, მის რეალიზებაზე ხალხის წინაშე ვიტვირთო პასუხისმგებლობა.
ერთიანობა, ერთიანობა და კიდევ ერთხელ, ერთიანობა - რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ, მისი უპირობოდ შესრულება ყველას მხრიდან. რაც უფრო მეტად ხისტი იქნება ჩვენი მხრიდან პოზიციები და გადაწყვეტილებები, მით უფრო ყველა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებისკენ ან შემოთავაზებისკენ ვიხრები და ვუჭერ მხარს“ , - განაცხადა ვაშაძემ და განმარტა,რომ ხისტ გადაწყვეტილებებში გულისხმობს, თუნდაც არჩევნების დანიშვნას და თუნდაც პარლამენტის დათხოვნას.
0
0