30/09/2024
12:42
სპორტი
UFC-ის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი, პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, მას და ილია თოფურიას მილიონი ლარი ფულადი ჯილდოს სახით გადაეცემათ:
"ახლა ვნახე ინტერნეტში რომ შევედი, სახელმწიფომ მე და ილიას [თოფურია] გადმოგვცა მილიონი ლარი, რაზეც დიდი მადლობა და ამ თანხას გამოვიყენებ ქველმოქმედებისთვის, MMA-ს საქართველოში განვითარებისთვის.
ამ საჩუქარს სრულად გამოვიყენებ, რომ მოვახმარო ქველმოქმედებას, MMA-ს და სპორტის განვითარებას, რათა მეტი UFC-ის ქამარი, პრიზები და წარმატებები გვქონდეს ამ სპორტში, საერთოდ ჭიდაობაში და ჯიუჯიცუში." - თქვა UFC-ის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა.
დვალიშვილმა სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში ამერიკელი მოქმედი ჩემპიონი, შონ ო’მალი 15 სექტემბერს დაამარცხა.
პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, UFC-ის ქართველ ჩემპიონებს, მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას გადაეცემათ ფულადი ჯილდო, თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით.
0
0