31/12/2021
13:06
პოლიტიკა
პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ლონდა თოლორაიას გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა: „თქვენ დღეს გადაწყვიტეთ, რომ სახლში გაუშვათ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი სამი მოადგილე, რომლებმაც მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, შეძლეს, შეექმნათ დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება“.
პაპუაშვილის თქმით, საჯარო სამსახურში მთავარი შემოქმედები საჯარო მოხელეები არიან და ისინი ამ სამსახურში რჩებიან.
„ამა თუ იმ დაწესებულების ხელმძღვანელზე ჩამოკიდება არასწორია და ეს არის საკუთარი თანამშრომლების როლის დაკნინება, თუ დაწესებულების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის, როგორც პიროვნება არის ერთადერთი გარანტორი დამოუკიდებლობის, პრინციპულობისა და მიუკერძოებლობის.
ვფიქრობ, ყველა სამსახური, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, პირველ ყოვლისა, იდგა თავის თანამშრომლებზე. ეს თანამშრომლები ამ უწყებაში რჩებიან. საჯარო სამსახურში მთავარი შემოქმედები საჯარო მოხელეები არიან და ისინი ამ სამსახურში რჩებიან. როცა არის ისეთი მიდგომა, თითქოს ერთი ადამიანი არის პროფესიონალიზმის მთავარი ფაქტორი, ეს თავის თავში აჩვენებს, რამდენად არასწორია დამოკიდებულება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0