საუთგეიტმა ინგლისის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა
16/07/2024
14:16
სპორტი
A-
+A
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ოფიციალურად გაავრცელა ცნობა, რომ მათი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა დაკავებული თანამდეობა დატოვა.
53 წლის სპეციალისტი "სამ ლომს" 2016 წლის მერე წვრთნიდა და ეროვნულ გუნდში ახალგაზრდული ნაკრებიდან გადმოინაცვლა.
საუთგეიტის ხელმძღვანელობით ინგლისმა 4 დიდ ტურნირზე ითამაშა. 2018 წელს ინგლისელებმა მუნდიალზე ნახევარფინალს უწიეს, 2020 და 2024 წელს ევროზე ფინალი ითამაშეს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს კი მეოთხედფინალში დაემშვიდობნენ.
ვინ იქნება ინგლისის ნაკრების ახალი მწვრთნელი, ჯერჯერობით უცნობია.
0
0
162
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%