17/08/2022
15:18
მსოფლიო
საუდის არაბეთში34 წლის არაბ ქალს, რომელიც Twitter-ის გამოყენებისთვის გასულ წელს დააკავეს, 34 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ქალის დაკავების მიზეზი ის გახდა, რომ მას "ტვიტერზე" უფლებადამცველებისა და აქტივისტების ანგარიშები ჰქონდა გამოწერილი.
გამოძიების ინფორმაციით, სალმა "აქტივისტების Twitter ანგარიშების თვალ-ყურის დევნებით და მათი პოსტების გაზიარებით, საზოგადოებრივი არეულობის გამოწვევა და სამოქალაქო და ეროვნული უსაფრთხოების დესტაბილიზაცია სცადა."
შეჰაბს "ტვიტერზე" 2597 გამომწერი ჰყავდა და კოვიდისგან გამოწვეული პრობლემებისა და მისი შვილების ფოტოების გარდა, ხანდახან არაბი დისიდენტების პოსტებსაც აზიარებდა.
საუდის არაბეთში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ორგანიზაციამ დაგმო სასამართლოს გადაწყვეტილება. მათი თქმით, ეს არის ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობა, რმელიც აქამდე რაიმე მსგავსი სახის "დანაშაულისთვის" მიუსჯიათ.
0
0